დაბეჭდვა
კატეგორია: სიახლეები
გადასვლები: 818

შპს მარნეულის სამედიცინო კოლეჯში სასწავლო პროცესი დაიწყება 2020 წლის 5 ოქტომბერს....

პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის მიზნით აპლიკანტებთან გასაუბრება   ჩატარდება  20 აგვისტოს 11 საათზე;

იმ პირებისთვის, ვისაც დოკუმენტურად არ უდასტურდებათ ქართული ენის ცოდნა,   ქართული ენაში ტესტირება  ჩატარდება  18  და 19  აგვისტოს 11 საათზე; 

ის პირები, ვისაც  ტესტირების საფუძველზე არ დაუდასტურდებათ ქართული ენის ცოდნა,   პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლას დაიწყებენ  ქართული ენის მოდულებით;

იმ პირთათვის (ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში), ვინც  რეგისტრაცია არ გაიარა პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციის  განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (https://vet.emis.ge/#/) მეშვეობით და სურვილი აქვს შპს მარნეულის სამედიცინო კოლეჯში გააგრძელოს სწავლა, სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, გაივლიან გასაუბრებას  კოლეჯის მიერ დადგენილი წესით.

მეხუთე დონის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე „საექთნო საქმე“ და “ფარმაცია (სააფთიაქო)” აპლიკანტების მიერ  დოკუმენტების   წარმოდგენის ვადაა    2020 წლის 16 აგვისტო - 7 სექტემბერი;

აპლიკანტებთან ხელშეკრულება გაფორმდება  2020 წლის 7-8 სექტემბერს;

აპლიკანტებმა  შპს მარნეულის სამედიცინო კოლეჯში უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
ა) პირადი (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში – კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება;
ბ)  პასპორტის/პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი, ასევე მისი კანონიერი წარმომადგენლის პასპორტის/პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი);
გ)  სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ატესტატი
(უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);
დ)  ორი ფოტო 3X4 და მისი ელექტრონული ვერსია (დისკზე);
ე) ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული განათლების შემთხვევაში განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი;