დაბეჭდვა
კატეგორია: სიახლეები
გადასვლები: 304

28 მარტს, მარნეულის სამედიცინო კოლეჯის დირექტორის მოადგილე ზვიადი არძენაძე, სტუდენტთა მომსახურების, უწყვეტი განათლების და კარიერული განვითარების სამსახური უფროსი შორენა კუპატაძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანა ტოროტაძე, პროფესიულ სტუდენტებთან ერთად იმყოფებოდნენ მარნეულის მეექვსე საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან შეხვედრაზე.

შეხვედრაზე სკოლის მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე, კოლეჯში არსებული პროფესიების და სტუდენტური სერვისების შესახებ.

მოსწავლეებმა შეავსეს SWOT ანალიზი და კითხვარი, მათ კოლეჯისგან საჩუქრათ გადაეცათ ბლოკნოტი, კალამი და საინფორმაციო ბუკლეტი.