დაბეჭდვა
კატეგორია: სიახლეები
გადასვლები: 291

29 აპრილს მარნეულში გაიმართა “პროფესიული განათლების ფორუმი”, სადაც სხვა კოლეჯებთან ერთად მონაწილეობდა მარნეულის სამედიცინო კოლეჯი.

კოლეჯის წარმომადგენლებმა ყველა დაინტერესებულ მსურველს გააცნეს პროფესიების შესახებ ინფორმაცია, საჩუქრად გადასცეს  კალმები, ბლოკნოტები, საინფორმაციო  ბუკლეტები და ფერად-ფერადი კანფეტები.

კოლეჯის სივრცეში ღონისძიებაზე პროფესიების მიხედვით წარმოდგენილი იყო  სხვადასხვა სიმულაციები, რომელმაც დიდი დაინტერესება გამოიწვია დამსწრე საზოგადოებაში. 

სწავლის მსურველებმა ადგილზე შეავსეს “კითხვარი”.

 ღონისძიება ორგანიზებული იყო „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების“ (LINKS) პროექტის ფარგლებში. პროექტი, ევროკავშირის მხარდაჭერით, „საქართველოს გაეროს ასოციაციისა“ (UNAG) და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) მიერ განხორციელდა. ქვემო ქართლის რეგიონში პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები არიან ახალი აზროვნების ინსტიტუტი (NTI) და მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება.