დაბეჭდვა
კატეგორია: სიახლეები
გადასვლები: 298

17 მაისს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანას საჯარო სკოლაში მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებთან ჩავატარეთ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, რომელიც მოიცავდა  პროფორიენტაციის ნაწილს.

მარნეულის სამედიცინო კოლეჯის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანა ტოროტაძემ და სტუდენტთა მომსახურების, უწყვეტი განათლების და კარიერული განვითარების სამსახურის უფროსმა შორენა კუპატაძემ ისაუბრეს:

პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე;

კოლეჯში არსებულ პროფესიებზე;

დასაქმების შესაძლებლობებზე;

სხვადასხვა სტუდენტურ სერვისებზე და აქტივობებზე;

მოსწავლეებმა შეავსეს კითხვარი და SWOT ანალიზი.

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ კოლეჯის პროფესიული სტუდენტებიც, რომლებმაც სკოლის მოსწავლეებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება.