დაბეჭდვა
კატეგორია: სიახლეები
გადასვლები: 241

30 მაისს მარნეულის სამედიცინო კოლეჯიის ფარმაცია (სააფთიაქო) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა,

კოლეჯის დირექტორმა მამუკა ჭყონიამ კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა, მიულოცა სწავლის დასრულება, დიპლომები გადასცა და წარმატებები უსურვა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ  ქ.მარნეულის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი ელგუჯა კუპატაძე;

ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი გიორგი ფარჯიანი;

მარნეულის სხვადასხვა სკოლის მასწავლებლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

საზეიმო ღონისძიებამ სასიამოვნოდ ჩაიარა ბევრი ფოტოს და სიმბოლური ტორტის გაჭრით.

გისურვებთ წარმატებებს!