დაბეჭდვა
კატეგორია: სიახლეები
გადასვლები: 234

22 დეკემბერს მარნეულის სამედიცინო კოლეჯში გაიმართა საახალწლო ღონისძიება ბევრი  მხიარულებით, ცეკვებით და საჩუქრებით.

ღონისძიების ფარგლებში “ორიგინალური ნაძვის ხის”  შექმნისთვის სიგელებით  დაჯილდოვდნენ  პროფესიული სტუდენტები. 

პროფესიულმა მასწავლებელმა ვიოლა ესვანჯიამ “ საუკუნის საუკეთესო სტუდენტის”  სიგელები  გადასცა პროფესიული პროგრამა ფარმაციის სტუდენტებს.

ღონისძიების ბოლოს ადმინისტრაციის თანამშრომლებმა და პროფესიულმა მასწავლებლებმა ითამაშეს “სეკრეტ სანტა”.

მარნეულის სამედიცინო კოლეჯი გისურვებთ წარმატებულ და ბედნიერ ახალ 2024 წელს!