- Подробности
- Категория: სიახლეები
- Просмотров: 875
გრძელდება სკოლის მოსწავლეებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრები, რომელიც მოიცავს პროფორიენტაციის ნაწილს.
მარნეულის სამედიცინო კოლეჯის სტუდენტთა მომსახურების, უწყვეტი განათლების და კარიერული განვითარების სამსახურის უფროსი შორენა კუპატაძე იმყოფებოდა მარნეულში “ჯანდარის საჯარო სკოლა”-ში, სადაც შეხვდა მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებს.
შეხვედრის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია პროფესიულ განათლებაზე, კოლეჯში არსებულ პროფესიებზე, სხვადასხვა აქტივობებზე.
- Подробности
- Категория: სიახლეები
- Просмотров: 907
25 აპრილს ცოდნისა და უნარების განვითარების, ქსელებისა და პლათფორმების გაძლიერების (LINKS) პროექტის ფარგლებში მარნეულის სამედიცინო კოლეჯში ჩატარდა ძირითადი კომპეტენციებისა და სამუშაოსთვის მზაობის ტრენინგი პროფესიული სტუდენტებისთვის.
ტრენინგი ჩაატარა კოლეჯის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანა ტოროტაძემ.
- Подробности
- Категория: სიახლეები
- Просмотров: 978
ჩვენთან ქართულის სწავლა სახალისო აქტივობებს გულისხმობს.
24 აპრილს ჩატარდა ჯგუფური აქტივობა " კარვის გაშლა".
მოდული - ქართული ენა B1.
პროფესიული მასწავლებელი - შორენა კუპატაძე.
- Подробности
- Категория: სიახლეები
- Просмотров: 857
21 აპრილს ვიმყოფებოდით მარნეულის მეშვიდე საჯარო სკოლაში.
მარნეულის სამედიცინო კოლეჯის დირექტორის მოადგილემ ზვიადი არძენაძემ, სტუდენტთა მომსახურების, უწყვეტი განათლების და კარიერული განვითარების სამსახურის უფროსმა შორენა კუპატაძემ და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანა ტოროტაძემ სკოლის მოსწავლეებს ესაუბრნენ:
- პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე;
- კოლეჯში არსებულ პროფესიებზე;
- სხვადასხვა სტუდენტურ სერვისებზე და აქტივობებზე;
- კოლეჯში დაგეგმილ აქტივობებზე/ღონისძიებებზე;
- მოსწავლეებმა შეავსეს კითხვარი და SWOT ანალიზი.