поддержка PHP 7

(+995) 500 50 77 50     mscollege.edu@gmail.com

შეცვალე მომავალი განათლებით

2 თებერვალს, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მარნეულის სამედიცინო კოლეჯი-ის პროფესიულმა სტუდენტებმა სასიამოვნო ერთი საათი მოაწყვეს, წაიკითხეს ლექსები, მოთხრობები.

ღონისძიების ფარგლებში შექმნეს თემატური პლაკატი და ყველა მონაწილემ დატოვა ხელმოწერა, ასევე სახალისო თამაშიც ითამაშეს.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საერთაშორისო ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ.

    

30 იანვარს, მარნეულის სამედიცინო კოლეჯი-ის პროფესიულმა სტუდენტებმა კოლეჯში მოაწყვეს პრეზენტაცია თემაზე:“ საქართველო ღვინის სამშობლოა”.

პრეზენტაციის შემდეგ იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე “გადაჭრილ გორაზე”.

“გადაჭრილი გორა “-  ეს არის ადგილი მარნეულში, რომელიც მსოფლიოს არაერთი ქვეყნის არქეოლოგების საკვლევი საგანია.

ისტორიული ცნობების თანახმად ადამიანმა, მსოფლიოში პირველად, ველური ვაზი სწორედ ამ ადგილას  მოაშენა და მიღებული ყურძნისგან ღვინო დაწურა, ამის დასტურია “გადაჭრილ გორაზე” ნაპოვნი კერამიკის ჭურჭელი, რომელშიც აღმოჩენილი ვაზის მტვრის მარცვლები 8000 წლის წინანდელია.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირის გადაჭრილ გორაზე აღმოჩენილი ღვინის უძველესი ნაშთები ამერიკის არქეოლოგიის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალმა „Archaeology” 2017 წლის მსოფლიოს 10 უმნიშვნელოვანეს აღმოჩენას შორის დაასახელდა.

პრეზენტაცია და ექსკურსია დააორგანიზა კოლეჯის სტუდენტთა / მსმენელთა მომსახურების უწყვეტი განათლების და კარიერის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა შორენა კუპატაძემ. 

განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ მარნეულის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსს ბატონ ელგუჯა კუპატაძეს, რომელმაც ჩვენს სტუდენტებს გიდობა გაუწია.     

   

27 იანვარს, მარნეულის სამედიცინო კოლეჯში ადმინისტრაციასა და მასწავლებლებს შორის გაიმართა სამუშაო შეხვედრა სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე. განხილულ იქნა მომავალი გეგმები კოლეჯის განვითარებასთან დაკავშირებით.