поддержка PHP 7

(+995) 500 50 77 50     mscollege.edu@gmail.com

შეცვალე მომავალი განათლებით

ვაგრძელებთ შეხვედრებს სკოლის მოსწავლეებთან, ამჯერად მარნეულის სამედიცინო კოლეჯის დირექტორის მოადგილე ზვიადი არძენაძე, სტუდენტთა მომსახურების, უწყვეტი განათლების და კარიერული განვითარების სამსახურის უფროსი შორენა კუპატაძე და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანა ტოროტაძე იმყოფებოდნენ სსიპ ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლა-ში.

შეხვედრაზე სკოლის მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე, კოლეჯში არსებული პროფესიების და სტუდენტური სერვისების შესახებ, მათ საჩუქრად გადასცეს ბლოკნოტები და საინფორმაციო ბუკლეტები.

მოსწავლეებმა შეავსეს SWOT ანალიზი და კითხვარი.

/ 06.04.2023წ./