поддержка PHP 7

(+995) 500 50 77 50     mscollege.edu@gmail.com

შეცვალე მომავალი განათლებით

შპს მარნეულის სამედიცინო კოლეჯის დირექტორი, მამუკა ჭყონია: 2019  წლის 30 მაისს, ქალაქ მარნეულში  დაარსდა შპს მარნეულის სამედიცინო კოლეჯი,  რომელიც განახორციელებს ჯანდაცვის მიმართულებით საგანმანათლებლო პროგრამებს და სხვადასხვა მიმართულების პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამებს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს შესაბამისად. 

ვაცნობიერებთ  რა   პასუხისმგებლობას ქვემო ქართლის  რეგიონის, ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე,  მიზნად ვისახავთ:  საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო პროცესების  მუდმივ გაუმჯობესობასა და  უწყვეტ განვითარებას; სტუდენტთა პროფესიული მომზადების უზრუნველყოფას და რეგიონალურ და ეროვნულ ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით მათ მხარდაჭერას; პოტენციური დამსაქმებლების მიზნებისა  და გამოცდილების გათვალისწინებასა და საგანმანათლებლო პროცესში მათი გამოცდილების გაზიარებას; სასწავლო პროცესში  ახალი ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობას; საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას; პროფესიული სტუდენტებისათვის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი  პროექტების შემუშავებასა და მხარდაჭერას; კოეჯის პერსონალის  პროფესიული განვითარების ხელშეწყობას;  პროფესიული განათლების პოპულარიზაციასა  და ზრდასრულთა განათლების ხელშეწყობას.